logo

სქოულზი: "რომ არა "იუნაიტედი" ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთში ვითამაშებდი"

სქოულზი: "რომ არა "იუნაიტედი" ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთში ვითამაშებდი"

ფეხბურთის ლეგენდამ პოლ სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული  პერიოდი გაიხსენა და საინტერესო დეტალიც გაასაჯაროვა:

"არასდროს მქონია განზრახვა ვინმესთვის მეთამაშა. უდიდეს გუნდში ვასპარეზობდი და ტიტულებს ვიგებდი. არასდროს მიფიქრია ამის შესახებ. "ბარსელონა" ესპანეთში, "მილანი" იტალიაში. ეს ორი კლუბი ძალიან მომწონდა. მომწონდა "როსონერის" ფორმა შავი და წითელი ზოლებით. ბარეზი, მალდინი, დონადონი, ანჩელოტი, ვან ბასტენი და კიდევ რუდ გულტი - შესანიშნავი გუნდი იყო. თუ ოდესმე გუნდიდან წასვლას დავაპირებდი, ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთს ავირჩევდი".

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბის ღირსებას 1993-2013 წლებში იცავდა. იგი უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა "წითლებში" და სერ ალექს ფერგიუსონის ოქროს თაობის წევრიც გახლდათ.


5 თვის წინ
907 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ