ჟურნალისტი ლუის ჯირარდი აცხადებს, რომ ფრანგი მილიარდელი ბერნარ არნო "ელიოტთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა კორონავირუსის გამო ჯერჯერობით შეთანხმება ჭიანურდება.
მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების განახლება უახლოეს მომავალში ივარაუდება. ცნობილი ჟურნალისტის თქმით, არნო პაოლო მალდინის თანამდებობას შეუნარჩუნებს და ბობანის შემცვლელად კლუბში არიედო ბრაიდას დააბრუნებს.
გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელის უმთავრეს კანდიდატად ანდრეი შევჩენკო განიხილება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არნო ერთადერთი მსურველი არაა და იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, რადარზე ყატარელი ბიზნესმენების ჯგუფი გამოჩნდება.