logo

ანჩელოტი "მილანის" გეგმის დანგრევას ცდილობს

ანჩელოტი "მილანის" გეგმის დანგრევას ცდილობს

რამდენიმე დღის წინ "ნაპოლიდან" კარლო ანჩელოტი დაითხოვეს და მის ნაცვლად ჯენარო გატუზო დანიშნეს მთავარ მწვრთნელად. "პაპა კარლომ" ახალი სამუშაო მალევე იშოვა და "ევერტონში" მარკო სილვა შეცვალა.

გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს მერსესაიდელებში ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა და "ბარნლისთან" და "ნიუკასლთან" შეხვედრებში 6 ქულა მოიპოვა. ანჩელოტის მთავარი სამიზნე კი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჟან-კლერ ტოდიბო იქნება.

"Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მონაკო" და "ევერტონი" აპირებენ "მილანს" 19 წლის ცენტრალური მცველი ხელიდან გამოაცალონ. "როსონერის" ტოდიბოსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, თუმცა "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები პოზიტიურად არ მიმდინარეობს.

პრობლემა კატალონიელების მოთხოვნაშია, რომლის თანახმადაც "ბლაუგრანას" ტოდიბოს უკან გამოსყიდვა შეეძლება, რაზეც ლომბარდიული გრანდი არ თანხმდება.


8 თვის წინ
2408 / 1
rossoneri-best
user
giorg

xlksnc

poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ