"მილანის" ლეგენდამ რიკარდო კაკამ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გამოააშკარავა, რომ მილანელები დირკ კუიტის გოლის შემდეგ შეშინებულები იყვნენ. "ეს საშინელება იყო" - განაცხადა კაკამ.
მოგეხსენებათ,“მილანის” ფეხბურთელებს იმ სცენარის გამეორების ეშინოდათ, რომელიც 2005 წელს სტამბულში დაიწერა. მაშინ, “ლივერპულმა” “როსონერის” თამაში 0:3-დან შემოუტრიალა.
როგორც იცით, 2003-07 წლებში “მილანს” ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში თამაშის პატივი სამჯერ ხვდა წილად.