logo

საკი: "რონალდოს არასდროს შევიძენდი"

საკი: "რონალდოს არასდროს შევიძენდი"

იტალიური "მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ფენომენი იყო, მაგრამ თავის გუნდში არასდროს შეიძენდა.

იტალიელმა მარკო ვან ბასტენისა და რუუდ გულიტის გენიალურობაზეც ისაუბრა და ამ უკანასკნელის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

"ვან ბასტები და გულიტი ორი საოცარი ფეხბურთელი იყო, მათ არავიში გავცვლიდი. გულიტი ძალიან დამეხმარა გუნდში გამარჯვებული მენტალიტეტის დამკვიდრებაში. ეს იყო ძალიან შერწყმული გუნდი, ხალხი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ გუნდისთვის, რაც შეეძლოთ."

"ბრაზილიელი რონალდო ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ მას არასდროს შევიძენდი. პირველ რიგში მე ყურადღებას ვაქცევდი ადამიანობას და ხალხს, რომელთაც საერთო გრძნობები აკავშირებდათ" - განაცხადა საკიმ.

5 თვის წინ
956 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ