logo

რანგნიკი ესპანელი ტალანტით დაინტერესდა (+ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ რალფ რანგნიკი ჯერჯერობით ოფიციალურად "მილანის" მწვრთნელი არ გახლავთ, გერმანელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო ფეხბურთელების მოძიება.

"Todofichajes.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 61 წლის დამრიგებელმა თვალი "ლას პალმასის" ესპანელ ტალანტს დაადგა. 

ეს პერსპექტიული ახალგაზრდა პედრო გონსალეს ლოპესი გახლავთ. 17 წლის ფეხბურთელი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ მარცხენა თავდამსხმელადაც თავისუფლად შეუძლია თამაში. ასევე, მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ნიჭიერი ფეხბურთელი სწორედაც რომ რანგნიკის კალიბრის მოთამაშეა.

თუმცა აქ ერთი პრობლემა იკვეთება, რომელიც "ბარსელონა" გახლავთ. კატალონიელებს მასთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვთ და სავარაუდოდ, იგი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 1 ივლისიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პედრიმ 2019 წლიდან "ლას პალმასის" შემადგენლობაში 26 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა.


5 თვის წინ
1018 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
R.I.P გიმდაც ბარსელონას არ ქონდეს კონტრაქტი აქ არ მოვა მაინც 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ