logo

"პსჟ" - "სიტის" დუელი ისმაელ ბენასერისათვის

"პსჟ" - "სიტის" დუელი ისმაელ ბენასერისათვის

ისმაელ ბენასერი "პსჟ"-სა და "სიტის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ალჟირელი ნახევარმცველი დიდი ხანია, რაც პარიზელებს აინტერესებთ, თუმცა ინგლისელები რადარზე ახლახან გამოჩნდნენ პეპ გუარდიოლას ინიციატივით.

ფრანგული გაზეთის "L'Equipe"-ს მტკიცებით, პარიზელები ბენასერის აგენტს მუსა სისოკოს დაუკავშირდნენ, თუმცა აგენტმა ფრანგებს ისმაელის გამოსასყიდი თანა დაუსახელა - 50 მილიონი ევრო.

იმ შემთხვევაში, თუ თავად ფეხბურთელი "სან სიროდან" აბარგებას გადაწყვეტს და მსურველი კლუბი ზემოთ აღნიშნულ თანხას გადაიხდის, "მილანი" მათ ვერ შეეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერის" ბენასერის შენარჩუნება უნდა.

3 თვის წინ
784 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ