logo

კიდევ ერთი დასტური: ბაკაიოკოს "მილანში" დაბრუნება სურს

კიდევ ერთი დასტური: ბაკაიოკოს "მილანში" დაბრუნება სურს

ექსპერტ-ჟურნალისტ, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიემუ ბაკაიოკოს "მილანში" დაბრუნება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად "ჩელსის" საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა იჯარით "მონაკოშია" განათხოვრებული. როგორც იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, 25 წლის მოთამაშეს კლუბის დატოვების შემდგომ ყოფილ თანაგუნდელებთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. რამდენიმეჯერ ესტუმრა კიდეც "სან სიროს". 

"მას ძალიან სურს ლომბარდიულ გრანდში დაბრუნება. ჯერჯერობით რაიმე სახის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს", ციტირებს ფაბრიციოს სიტყვებს - "Calciomercato.com".

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბაკაიოკო "შავ-წითლეში" 2018 წელს იჯარით ასპარეზობდა. 2019-ში კი ის "ჩელსის" დაუბრუნდა.

4 თვის წინ
1033 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ