logo

"ტორინოს" კრუნიჩი უნდა, "მილანმა" კონტრ-შეთავაზება გააკეთა

"ტორინოს" კრუნიჩი უნდა, "მილანმა" კონტრ-შეთავაზება გააკეთა

ახალგაზრდა ტომასო პობეგას შემდეგ "ტორინო" "მილანის" კიდევ ერთი ნახევარმცველის, რადე კრუნიჩის გადაბირებით დაინტერესდა. კორონავირუსმა ფეხბურთელების ფასები დაწია, ამიტომ "როსონერის" ბოსნიელი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა.

მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის შესაძლოა ბარტერი განხორციელდეს. "მილანი" ახალ მარჯვენა მცველს ეძებს და ლომბარდიელებს ტურინელების განაპირა მცველის, ოლა აინას ვარიანტი ხიბლავთ, რომელიც "ხარებში" ზაფხულში "ჩელსიდან" 10 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

"ტორინოს" რთულ სეზონში აინა იყო ერთ-ერთი ფეხბურთელთაგანი, რომელმაც საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რადესა და ოლას ფასები დაახლოებით თანაბარია, რაც გაცვლის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

4 თვის წინ
1097 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ