logo

იბრაჰიმოვიჩი გაზიდისს დაუპირისპირდა - დეტალები ცნობილია

იბრაჰიმოვიჩი გაზიდისს დაუპირისპირდა - დეტალები ცნობილია

"SempreMilan.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს შეხვედრის დროს, "მილანის" დირექტორ, ივან გაზიდისსა და შვედ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

როგორც წყარო იუწყება, კლუბის წევრებთან შეხვედრისას, 38 წლის ფორვარდმა ივან გაზიდისთან შეკამათების დროს ტონს აუწია. იბრაკადაბრას დიდი ხანი სურდა მასთან შეხვედრა. შეკამათების ერთ-ერთ მიზეზად კი ხელფასების შემცირება მოისაზრება. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ იბრაჰიმოვიჩი უკმაყოფილო იყო ზვონიმირ ბობანის გათავისუფლებით.

ალბათ, ამის შემდეგ ზლატანის "შავ-წითლებიდან" წასვლა გარდაუვალი უნდა იყოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შვედი ფეხბურთელი "როსონერის" ამ სეზონში "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" შეუერთდა.

3 თვის წინ
954 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ