logo

ბლოგი: ტონალი "მილანში"? რატომაც არა

ბლოგი: ტონალი "მილანში"? რატომაც არა

ბევრი გამოცემა წერს, რომ სანდრო ტონალის "მილანში" ტრანსფერი გამორიცხულია და "როსონერის" მთავარი სამიზნეები ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ფლორენტინო და ტიმუე ბაკაიოკო არიან.

ეს ყველაფერი ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და განსაკუთრებით გაზიდისის.

ბაკაიოკოს შეუძლია ბენასერისთვის კარგი მეწყვილე გახდეს, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ჩელსი" მის ტრანსფერში მინიმუმ 30 მილიონ ევროს მოითხოვს. სეზონში თავად ფეხბურთელს 6 მილიონი ევრო უნდა და საერთო ჯამში ეს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო ჯდება.

მეორე ვარიანტი ფლორენტინოა, რომელსაც "ბენფიკა" 40 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელს, რომელიც "არწივების" ძირითად შემადგენლობაშიც კი იშვიათად ხვდება. მისი პაკეტაში გაცვლის ვარიანტიც განიხილება, რაც ასევე წარმოუდგენელი რამაა.

სამწუხაროა, რომ "მილანთან" "ბენფიკაც" კი არ აპირებს მისაღებ გაცვლას. რატომ არა ტონალი? მისი გადაბირებაც ხო დაახლოებით იგივე თანხა დაჯდება? სტატიის ბოლოს კი კვლავ ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობით მინდა დავასრულო, რადგან საჭირო ხალხთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებენ და გუნდიც სულ ერთ ადგილზეა გაჩერებული.

1 თვის წინ
1219 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 389
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ