logo

მოდრიჩი: "იტალიას და ევროპას ნამდვილი "მილანი" აკლია"

მოდრიჩი: "იტალიას და ევროპას ნამდვილი "მილანი" აკლია"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მისი "მილანისადმი" სიყვარული ღიად დააფიქსირა.

"ზვონიმირ ბობანი ჩემი კუმირი იყო. მახსოვს მამაჩემმა "მილანის" მაისური მიყიდა მისი გვარის წარწერით. თავს ყოველთვის შავ-წითელ ფორმაში წარმოვიდგენდი, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა."

"როდესაც "რეალში" თამაშობ, რთულია სხვა გუნდზე იფიქრო. რომ არა მადრიდი, აუცილებლად სერია ა-ს ავირჩევდი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა და ვაღიარო, რომ "სამეფო კლუბი" ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო."

"მილანის" გამო ძალიან ვწუხვარ. იტალიას და ევროპას "როსონერი" აკლია. დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ ორი წელი შემიძლია, შემდეგ ვნახოთ. კარიერის მადრიდში დასრულება მსურს, მაგრამ ეს ყველაფერი კლუბზე იქნება დამოკიდებული." - განაცხადა 34 წლის ფეხბურთელმა.

4 თვის წინ
897 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ