logo

"აინტრახტი" რებიჩს მარტივად არ თმობს - მიზეზი ცნობილია

"აინტრახტი" რებიჩს მარტივად არ თმობს - მიზეზი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ანტე რებიჩმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო ბოდიში მოიხადა. ფეხბურთელი დაშვებული შეცდომის გამო კლუბის მიერ არ იქნა დაჯარიმებული და მას პიოლი ისევ ენდობა. შესაბამისად, "ლეჩეს" წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, სწორედ მას ვიხილავთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ რაფაელ ლეაო ისევ სათადარიგო შემადგენლობაში მოგვევლინება. ლომბარდიული გრანდის თავკაცი ცდილობს, იბრაკადაბრას არ ყოფნა რებიჩის გამოყენებით გადაფაროს. 

"CM"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, "როსონერი" არ ჩქარობს. იჯარის ვადა 2021 წლამდე გახლავთ. "შავ-წითლების" მიზანია ნიჭიერი მოთამაშე შეინარჩუნონ იჯარის ვადის გასვლის შემდეგაც, მიუხედავად რანგნიკის მოსვლის შემდეგ გამოწვეული რევოლუციისა.

ასევე იგივე წყარო იტყობინება, რომ ფრანქფურტის "აინტრახტი" რაც შეიძლება ზრდის რებიჩის ფასს. ამის მიზეზი მარტივია - ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, თანხის 50% იტალიურ "ფიორენტინას" ეკუთვნის. ასეთია შეთანხმება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში მილანელთა მაისურით 23 შეხვედრაში 7 გოლია.

4 თვის წინ
960 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ