logo

დონარუმა "მილანში" დარჩება

დონარუმა "მილანში" დარჩება

"Radio Rossonera"-ს ერთ-ერთი საიმედო ჟურნალისტი პიეტრო ბალზანო დონარუმასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. პიეტრო ბალზანოს თქმით, იტალიელი კარის დარაჯი "როსონერიში" დარჩება. 

21 წლის მეკარემ თავის თანაგუნდელებს გაუმხილა, რომ ის ისევ და ისევ მილანურ კლუბში გეგმავს კარიერის გაგრძელებას და წასვლას, ჯერჯერობით, არ აპირებს. ცნობისათვის გეტყვით, რომ ჯიჯის კონტრაქტი ლომბარდიულ გრანდთან 2021 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიჭიერმა მეკარემ ამ სეზონში "შავ-წითლების" მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა.



3 თვის წინ
849 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ