logo

"მილანი" რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

"მილანი" რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

"Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. მხარეები შეხვდნენ უკვე ერთმანეთს.

წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდი, ჯერჯერობით, არ ჩქარობს 25 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "როსონერის" ახლა აქცენტი სხვა ფეხბურთელებზე აქვს გაკეთებული. თუნდაც დონარუმას კონტრაქტი, რომელიც უფრო საჩქაროა და დროულად მოსაგვარებელია.

ცნობისათვის გეტყვით, რომ იტალიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში მის ანგარიშზე 30 შეხვედრაა, რომელშიც თავი ჯერ არ გამოუჩენია. 

3 თვის წინ
751 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ