logo

მალდინიმ "NBA"-ს ლეგენდა ბრძოლაში დაამარცხა

მალდინიმ "NBA"-ს ლეგენდა ბრძოლაში დაამარცხა

ფრანგმა ტალანტმა პიერ კალულუმ "მილანში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და უახლოეს მომავალში ლომბარდიულ გრანდთან ხუთ წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"L’Équipe"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლიონი" ცდილობდა დაერწმუნებინა 20 წლის განაპირა მცველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაში, თუმცა თავად კალულუმ ნავსაყუდელის შეცვლა გადაწყვიტა.

"NBA"-ს ცოცხალი ლეგენდა ტონი პარკერი, რომელიც "ლიონის" სტაფში მუშაობს, პირადად დაეკონტაქტა პიერს, თუმცა საქმეში "როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ჩაერთო და კალულუმაც არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთა.

იგივე გამოცემის მტკიცებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სამშობლოდან აბარგების მიზეზი ფინანსური სარგებელი არ იყო, არამედ ის, რომ "მილანი" მას მისაღებ სპორტულ გარანტიებს სთავაზობდა.

2 თვის წინ
985 / 1
rossoneri-best
user
rijkaard arada maldini martla didi brendia igive teos moyvana axla esec pratqikulad magan moigo neta darches gundshi 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ