logo

ესპანეთიდან: დონარუმასთან შეთანხმება მიღწეულია

ესპანეთიდან: დონარუმასთან შეთანხმება მიღწეულია

ჯანლუიჯი დონარუმას ირგვლივ ბევრი სიახლე დაიწერა, რადგან მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი და არის ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში "მილანი" მას უფასოდ დაკარგავს.

კორონავირუსის გამო 21 წლის მეკარის მსურველი კლუბები პასიურობენ, რაც "როსონერის" კონტრაქტის გახანგრძლივების გზებს უხსნის.

საუბარი იყო ახალ, ხუთ წლიან კონტრაქტზე შედარებით დაბალი ანაზღაურებით, თუმცა ესპანური "TodoFichajes"-ის მტკიცებით, ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდება და ძალაში 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება.

თავად ფეხბურთელი 6 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში, რასაც მსუყე ბონუსებიც დაემატება. ზემოთ ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, საერთო ჯამში დონარუმა სერია ა-ს ტოპ სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის იქნება.

4 თვის წინ
1565 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ