logo

ბერლუსკონს დანიელ მალდინის "მონცაში" წაყვანა სურს

ბერლუსკონს დანიელ მალდინის "მონცაში" წაყვანა სურს

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სილვიო ბერლუსკონს საკუთარ კლუბ "მონცაში" დანიელ მალდინის წაყვანა სურს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილი ბერლუსკონის ინტერესის ქვეშ მოექცა. როგორც იცით, პრიმავერაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელს ლომბარდიული გრანდის რიგებშიც მიეცა შანსი. მისი დებიუტი "ვერონას" წინააღმდეგ შედგა.

ჯერ კიდევ საკითხავია, მისცემს თუ არა სტეფანო პიოლი დანიელს პირველ გუნდში გამოჩენის შანსებს. შესაძლოა ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან სხვა კლუბში ვიხილოთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

4 თვის წინ
779 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ