logo

"ლეჩე" - "მილანი": პრევიუ

"ლეჩე" - "მილანი": პრევიუ

"მილანისათვის" სერია ა-ში სამ თვიანი პაუზა "ლეჩესთან" შეხვედრით დაირღვევა. გთავაზობთ ამ შეხვედრის პრევიუს, რომელიც "ვია დელ მარეზე" გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები

"ლეჩე" (4-3-2-1): გაბრიელი; რისპოლი, ლუკიონი, როსეტინი, კალდერონი; მაიერი, ტაკსიდისი, მანკოსუ; ფალკო, საპონარა; ლაპადულა.

"მილანი" (4-2-3-1): დონარუმა; კონტი, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი; კესიე, ბენასერი; კასტილეხო, ჩალჰანოღლუ, ბონავენტურა; რებიჩი.

ფაქტები

"ლეჩეს" მიმდინარე სეზონის სერია ა-ში ყველა სხვა კლუბზე მეტი გოლი აქვს გაშვებული - 56 გოლი.

გუნდებს შორის ბოლო 10 დაპირისპირებიდან "ლეჩემ" მხოლოდ ერთი მოიგო, 5-ში "მილანმა" გაიმარჯვა, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

ფებურთელები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ

პირველი ასეთი ფეხბურთელი ტეო ერნანდესია, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება და მისგან სიურპრიზებს ველით.

ასევე უნდა დავაკვირდეთ რებიჩსაც, რომელსაც "იუვენტუსთან" წითელი ბარათით მიღებული შეცდომის გამოსწორება მართებს.

"ლეჩედან" კი "როსონერის" ყოფილ თავდამსხმელს ლაპადულას უნდა დავაკვირდეთ, რომელიც ეცდება ლომბარდიელების დაცვაში ხარვეზების პოვნას და მინიმალური მომენტების მაქსიმალურად რეალიზებას.

პროგნოზი

"ლეჩე" 0-2 "მილანი"

5 თვის წინ
1100 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ