logo

პიოლი: "იუვენტუსთან" გასამარჯვებლად იმაზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე აქამდე"

პიოლი: "იუვენტუსთან" გასამარჯვებლად იმაზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე აქამდე"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ტურინის "იუვენტუსთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"დღეს ღამე ან ხვალ დილით გვეცოდინება შეძლებს თუ არა ჩალჰანოღლუ თამაშს. ბოლო შეხვედრებში ჩვენი პროგრესი აშკარაა, მაგრამ "იუვენტუსთან" დაპირისპირებაში გასამარჯვებლად კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ."

"იბრაჰიმოვიჩი მენტალურად უძლიერესი ფეხბურთელია და ტურინელებთან შეძლებს თამაშს. კესიესგან მეტს მოველოდი და მან ეს მოლოდინი გამიმართლა. ახლა ასეთი ფორმა უნდა შეინარჩუნოს."

"ტეოს ვურჩიე, რომ დაცვაში თამაშს მიხედოს, რადგან მუდმივად შეტევაში ყოფნა მცველისთვის სახიფათოა. ლაცარის წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ არც დუგლას კოშტასთან ან ბერნარდერსკისთან ელის მარტივი გასეირნება."

"მეწყვილესთან ერთად ბენასერი უფრო სრულყოფილად თამაშობს. სალმაკერსი ახალგაზრდა და მონდომებულია. რთულია უცხო გარემოსთან ადაპტირება, მაგრამ ის ყველაფერს შეძლებს."

"არ ვიცი ითამაშებს თუ არა რებიჩი ძირითად შემადგენლობაში. შეცვლაზე შესვლაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავიდანვე დაწყება. ჩემი მომავალი არ მაღელვებს. მინდა "მილანთან" ერთად რაც შეიძლება კარგი შედეგი ვაჩვენო." - განაცხადა პიოლიმ.

3 თვის წინ
1072 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ