logo

კესიმ "ინსტრაგრამზე" გუშინდელ ქამბექთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

კესიმ "ინსტრაგრამზე" გუშინდელ ქამბექთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მილანმა" "სან სიროზე" იუვენტუსს" უმასპინძლა და შეიძლება ითქვას, რომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა. შეხვედრა ანგარიშით 4-2 დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლომბარდიული გრანდი მეორე ტაიმში 0-2-ს აგებდა და ეს უპირატესობა "როსონერიმ" აღმოფხვრა.

გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი შემოქმედი, ფრენკ კესი, რომელმაც თავი 66-ე წუთზე გატანილი გოლით გამოიჩინა, სოციალურ ქსელში ამ საოცარ ქამბექთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა: "ფანტასტიური ქამბექი". ნამდვილად, ძალიან ბედნიერი ვარ გოლითა და მოგებით. ასე გავაგრძელოთ".

შეგახსენებთ იმასაც, რომ კოტ დ'იუვარელი ფეხბურთელი "შავ-წითლებს" 2019 წელს "ატალანტადან" შეუერთდა.

1 თვის წინ
2437 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 387
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ