"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" კოტ დ'იუვარელი ფეხბურთელის, ფრენკ კესის შეძენით კონტე არ ინტერესდება.
როგორც წყარო იუწყება, მისი მთავარი სამიზნე არათუ ვიდალი, კესი ან ალანია, არამედ ნგოლო კანტეა. წყაროზე დაყრდნობით, ფრანგი ლონდონის "ჩელსის" დატოვებს და მისი ღირებულება არანაკლებ 70 მილიონი იქნება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს დღეები პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კონტე კესის "ნერაძურიში" გადაბარგებით იყო დაინტერესებული.