logo

"Le10Sport": ბაკაიოკოს შესაძენად სამი ევროპული გრანდი იბრძვის

"Le10Sport": ბაკაიოკოს შესაძენად სამი ევროპული გრანდი იბრძვის

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, ტიმუე ბაკაიოკოს "მილანში" დაბრუნება უნდა. "როსონერის" ხელმძღვანელობასაც სურს ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნება, რათა ცენტრში ბენასერი-ბაკაიოკოს დუეტი შეიქმნას.

ჟურნალისტმა ალესანდრო იაკობონემ ტვიტერზე განაცხადა, რომ "ჩელსი" მზად იყო ტიმუე 20 მილიონ ევროდ დაეთმო, თუმცა "არისტოკრატებს" "ლევერკუზენიდან" კაი ჰავერცის გადაბირება სურთ და ფინანსური რესურსები ესაჭიროებათ, ამიტომ თანხა 35 მილიონამდე გაზარდეს.

"Le10Sport"-ის ინფორმაციით, "მილანს" კონკურენციას მიუნხენის "ბაიერნი" გაუწევს, რომელიც ტიაგო ალკანტარასა და ხავი მარტინესის შემცვლელს ეძებს. ეს უკანასკნელნი გერმანიას სეზონის ბოლოს დატოვებენ.

ბაკაიოკოსათვის ბრძოლაში ასევე დომინირებს "პსჟ", თუმცა პარიზელთათვის ტიმუე უფრო ალტერნატიული ვარიანტია, ვიდრე ძირითადი. ლეონარდოს მთავარი სამიზნე "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტანგუი ნდომბელეა.

3 თვის წინ
1011 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ