logo

"მილანი" კიაერის თაობაზე "სევილიასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

"მილანი" კიაერის თაობაზე "სევილიასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

"MilanNews"-ის ჟურნალისტის, ანტო ვიტიელოს ცნობით, "მილანი" "სევილიასთან" სიმონ კიაერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, "როსონერის" აქვს შესაძლებლობა დანიელი ფეხბურთელი 3.5 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

თავის მხრივ, თავად ფეხბურთელს ლომბარდიულ გრანდში დარჩენის სურვილი აქვს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მისი გამოსყიდვის საბოლოო ვადა ოთხშაბათი გახლავთ.

ცნობისათვის, 31 წლის ფეხბურთელი მილანურ კლუბს ამ სეზონში იჯარის წესით "სევილიადან" შეუერთდა და მის ანგარიშზე "შავ-წითლების" მაისურით 13 შეხვედრაა, სადაც თავი ჯერ არ გამოუჩენია.

2 თვის წინ
503 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ