როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ, სერია ა-ს 33-ე ტურში "მილანი" "სან სიროზე" "პარმას" დაუხვდა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე "პარმამ" გახსნა, რომლის ავტორიც კურტიჩი გახლდათ. მეორე ტაიმში კი უკვე "როსონერიმ" თამაშის შემობრუნება და სამი გოლის გატანა მოახერხა, სადაც თავის გამოჩენა კესიმ, რომანიოლიმ და ჩალჰანოღლუმ შეძლეს. იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები.