logo

როდრიგესით ბუნდესლიგის სამი გუნდი დაინტერესდა

როდრიგესით ბუნდესლიგის სამი გუნდი დაინტერესდა

"Bild"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიკარდო როდრიგესის გადაბირებით ბუნდესლიგის სამი კლუბი: "ჰერტა", "აინტრახტი" და "ჰოფენჰაიმი" ინტერესდებიან. 

შვეიცარიელი მცველი ბოლოს "პსვ"-ში იყო განათხოვრებული და ერედივიზიონის გაუქმებამდე 6 შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობის მიღება.

27 წლის ფეხბურთელისა და "როსონერის" გზები აუცილებლად გაიყოფა, რადგან მას ძირითად შემადგენლობაში სურს თამაში.

2017 წელს ლომბარდიულ გრანდს მისი ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა. დღეს კი მისი ფასი 3 მილიონი ევროა. აღნიშნულ მცირე ფასს ისიც განაპირობებს, რომ რიკარდოს "მილანთან" კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს.

2 თვის წინ
637 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ