logo

ზლატანი: "დღეს მოედანზე გამოსვლამ კიდევ ათი წლით თამაში მომანდომა"

ზლატანი: "დღეს მოედანზე გამოსვლამ კიდევ ათი წლით თამაში მომანდომა"

"სამპდორიასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"ტიფოზებმა დღეს დიდი ადრენალინი მომაწოდეს, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხე. ჯერ კიდევ დიდი დროა წინ. საჯარიმოში აგრესია გვაკლია, რაც თავდაჯერებულობასთან ერთად მოდის."

"4 დღეა აქ ვარ და უკვე ვცდილობ ყველას დავეხმარო. ლეაოს რამდენიმე მოქმედება ავუხსენი, რაც მხოლოდ გამოცდილებით შეგიძლია მიიღო."

"მინდოდა გოლი გამეტანა და "მილანის" გულშემატკივრებთან ღმერთივით აღმენიშნა, მაგრამ სამწუხაროდ მომავალ შეხვედრამდე გადაიდო გოლები. როგორც კი "სან სიროს" მოედანზე ფეხი დავდგი სურვილი გამიჩნდა, რომ კიდევ ათი წელი ვითამაშო. 

"ბედნიერი ვარ თუ არა? ბედნიერებას მხოლოდ გამარჯვება მანიჭებს, ჩვენ კი არ მოგვიგია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ "მილანი" თავის ადგილზე დაბრუნდება, თუმცა ამას დრო უნდა." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

8 თვის წინ
1855 / 1
rossoneri-best
user
ROSS1899 განსაკუთრებით მომეწონა ზლატანის ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება, არ აკნინებდა მათ თამაშს და მიუხედავად სუსოს რამდენიმე ძალიან ცუდი გადაცემისა, მაინც ამხნევებდა და ტაშს უკრავდა. მოკლედ, კარგია. გაამხნევებს გუნდს სხვა თუ არაფერი და თავის მხრივ ფეხბურთელებიც მიეჩვევიან იბრასთან თამაშს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა დებიუტი გოლით დაესრულებინა, მაგრამ არაუშავს, გოლებიც იქნება მჯერა smilesmilesmile
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ