logo

"მილანმა" შობოშლაისთან შეთანხმებას მიაღწია

"მილანმა" შობოშლაისთან შეთანხმებას მიაღწია

"MilanNews.it"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" დომინიკ შობოშლაისთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. გასაჯაროვება დროის ამბავია და ეს ყველაფერი რალფ რანგნიკის ჩამოსვლის შემდეგ მოხდება. 

იმავე წყაროს თანახმად, 19 წლის ფეხბურთელსა და მის ოჯახს უკვე გარკვეული აქვთ  შეთანხმების დეტალები და გერმანელი სპეციალისტის ჩამოსვლას ელოდებიან. უნგრელმა ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა "Sempre Milan"-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შობოშლაი: "როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვითვალისწინებ არის სათამაშო დრო. პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე თამაში არ არის".

შობოშლაის აგენტი: "რამდენიმე შემოთავაზებაა, მაგრამ დრო გვაქვს. არ უნდა ვიჩქაროთ. ჯერ ზოგიერთი ქვეყნის ჩემპიონატიც არ დასრულებულა. დომინიკისთვის საუკეთესო გზას ვეძებთ. გადაწყვეტილება, დაახლოებით, უახლოეს კვირებში მიიღება".


3 თვის წინ
840 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ