logo

"მილანმა" ლინგარდს თვალი დაადგა

"მილანმა" ლინგარდს თვალი დაადგა

"მილანი" ამ ზაფხულს საინტერესო შესაძლებლობებსაც განიხილავს და ერთ-ერთ ვარიანტად ჯესი ლინგარდიც მიჩნეულია. ალბათ, უკვე გეცოდინებათ, რომ სატრანსფერო ფანჯარა სექტემბრამდე გადაიოდო და მილანური კლუბი ასეთი ვარიანტებისთვისაც ემზადება.

როგორც "The Sun" იტყობინება, მანჩესტერული კლუბი ჯეიდონ სანჩოს შესაძენად რამდენიმე მოთამაშის გაყიდვას გეგმავს. ლინგარდიც კლუბიდან წასვლის ერთ-ერთი კანდიდატია. გეტყვით იმასაც, რომ ინგლისელ ფეხბურთელს "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და, სწორედ, ამ გარემოებიდან გამომდინარე მისი სატრანსფერო ღირებულება დაბალი შეიძლება იყოს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იტალიურ პრესაში ჯერჯერობით ამ სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისათვის, გეტყვით, რომ 27 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში "მანჩესტერის" მაისურით მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.

1 თვის წინ
535 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ