logo

მირანჩუკმა "მილანს" მწვანე აუნთო [+ვიდეო]

"მილანი" ალექსეი მირანჩუკით კიდევაა დაინტერესებული და მისი შეძენის ვარიანტი კიდევ დღის წესრიგში უდგას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელის სურვილია მილანურ კლუბში თამაში.

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსეიმ "როსონერის" მწვანე შუქი აუნთო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ხელსაყრელი პირობებით არის შესაძლებელი და, ამავდროულად, "შავ-წითლებს" მირანჩუკის შეძენა დიდი თანხის სანაცვლოდ არ სურთ.

ლომბარდიული გრანდი პრიორიტეტად გაცვლის ვარიანტს ისახავს, ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე. ბარტერის ერთ-ერთ კანდიდატად კი დიეგო ლაქსალტი განიხილება, სანამ რიკარდო როდრიგესთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის. შეგახსენებთ იმასაც, რომ შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე ამ სეზონში "ლოკომოტივის" მაისურით 32 შეხვედრაში 16 გოლია.


1 კვირის წინ
743 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 384
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ