საკვალიფიკაციოები და ფლეი-ოფები: "მილანის" გზა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე

საკვალიფიკაციოები და ფლეი-ოფები: "მილანის" გზა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე

გუშინ "რომამ" ტურინში "ტორინო" დაამარცხა და მეხუთე ადგილი დაიბევა. ეს ნიშნავს, რომ "მილანი" სეზონს მეექვსე ადგილზე დაასრულებს. მომავალი სეზონის ევროპის ლიგაზე კი იტალიას სამი კლუბი წარადგენს: "რომა", "ნაპოლი" და "მილანი".

"როსონერი" ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. კენჭისყრა 31 აგვისტოს იქნება, ხოლო შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება. თუ ლომბარდიული გრანდი მეტოქეს დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი 24 სექტემბერს გაიმართება.

მესამე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი სტეფანო პიოლის გუნდი 1 ოქტომბერს ფლეი-ოფში ითამაშებს, რომლის ასევე წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, "მილანი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომასა" და "ნაპოლის" შეუერთდება.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი სტარტს 22 ოქტომბერს აიღებს და ფინალი 2021 წლის 21 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. "ნაპოლი" და "რომა" ჯერ კიდევ ასპარეზობენ ევროტურნირებზე და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაჩემპიონდება, ავტომატურად ჩემპიონთა ლიგაზე გადაინაცვლებენ, ხოლო "როსონერი" პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდება.

5 თვის წინ
1609 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 295
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო