"La Gazzetta dello Sport"-მა ორშაბათს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც "მილანი" სანდრო ტონალის შეძენას ცდილობს, რათა ნახევარდაცვის ცენტრში ახალგაზრდა იტალიელმა ბენასერი-კესიეს დუეტს კონკურენცია გაუწიოს.
ეს ინფორმაცია "Tuttosport"-მაც დაადასტურა, თუმცა ამ გამოცემის ინფორმაციით, მთავარი ფავორიტი მაინც "ინტერია" და "ნერაძურის" ტონალის შესაძენად ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი.
"შავ-ლურჯების" სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ "Sky Italia"-სთან აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა: "ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს "ბრეშას" პრეზიდენტთან მასიმო ჩელინოსთან, თუმცა ტონალის თაობაზე მასთან არ მისაუბრია."
"სანდროს შეძენით ბევრი გრანდი ინტერესდება ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკებების დაწყებაც კი ნაადრევია."