logo

ჩალჰანოღლუ: "პიოლი მწვრთნელია, რომელიც გისმენს"

ჩალჰანოღლუ: "პიოლი მწვრთნელია, რომელიც გისმენს"

"მილანის" ათიანმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ "StarCasinò Sport"-თან საკუთარ განვითარების პერიოდზე ისაუბრა: 

"პირველ წელს, როდესაც "მილანში" ჩამოვედი და თავდაპირველი 6 თვე, როცა ნათამაშები არ მქონდა, ეს პერიოდი იყო ძალიან რთული ჩემთვის, დავბრუნებულიყავი საწყის ფიზიკურ კონდიციებზე". 

"მომიწია მესწავლა იტალიური ენა და ფეხბურთი, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია ბუნდესლიგისგან".

"მეორე წელს მე ცოტა განვითარდი რინოსთან ერთად. ენაც უფრო მეტად ვისწავლე. მესამე წელი უკვე ჩემი წელია. თავდაჯერებაც მაქვს ამ დროისთვის".

"პიოლი? ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემთვის და მთელი გუნდისთვის. ის არის მწვრთნელი, რომელიც გისმენს და სურს გაიგოს რას ფიქრობენ ფეხბურთელები. მე იმ როლს ვთამაშობ, რომელშიც მირჩევნია". 

"ყველანი ბედნიერები ვართ "მილანის" პიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებით. ეს მისთვის მარტივი არ იყო. ბევრი ხმის მიუხედავად, ის არის პროფესიონალი. იგი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აწიოს კლუბი, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ჩვენ მისთვისაც ვთამაშობთ". 

"მე თავდაჯერებული ვარ, იმიტომ რომ მათ სჯერათ ჩემი თვისებების და ვანახებ ჩემს შესაძლებლობებს მოედანზე. ასე რომ, კარგად გამოვიყურებით ყველა ერთად".

"მე მომწონს სერია ა-ში თამაში, აქ ბევრი წარმოსადეგი მოთამაშეა. ბევრი ძლიერი გუნდია. ბუნდესლიგაში არის "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ლევერკუზენი". აქ კი ბევრი ძლიერი გუნდია. ეს არის განსხვავება".

6 დღის წინ
671 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 385
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ