logo

"მილანი" ჩალჰანოღლუს კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს - რა სურს ფეხბურთელს

"მილანი" ჩალჰანოღლუს კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს - რა სურს ფეხბურთელს

როგორც "Corriere dello Sport" იტყობინება, "მილანი" ჩალჰანოღლუს კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. რაც შეეხება ფეხბურთელის პოზიციას, თავად თურქ მოთამაშესაც სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

ისევ ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჰაკანი და მისი გარემოცვა აპირებენ წლიური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მიმართონ ლომბარდიულ გრანდს. შეგახსენებთ, რომ ჩალჰანოღლუს ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისათვის გეტყვით, რომ 26 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში "როსონერის" მაისურით 38 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

2 თვის წინ
775 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ