logo

"ბარსელონამ" ემერსონს ფასი დაადო - "პსჟ" ბრძოლაში ჩაერთო

"ბარსელონამ" ემერსონს ფასი დაადო - "პსჟ" ბრძოლაში ჩაერთო

"მილანი" ძლიერ კონკურენციას უწევს ევროპის სხვადასხვა კლუბს ემერსონისთვის ბრძოლაში. "TMW"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ფეხბურთელის გარემოცვას შეხვდა. როგორც იცით, იგი "ბარსელონას" საკუთრებაა, თუმცა ამჟამად 2021 წლამდე იჯარით "ბეტისში" ასპარეზობს.

ამ დროისთვის, "როსონერი" მხოლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, მაგრამ კატალონიელები ბრაზილიელ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს ითხოვენ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" იჯარის გაწყვეტისას, "ბეტისისთვის" ფეხბურთელის გაყიდვისგან მიღებული თანხის 50%-ის გადახდა მოუწევთ.

ახლახანს, როგორც ცნობილი გახდა, ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ანგარიშზე ამ სეზონში "ბეტისის" მაისურით 34 შეხვედრაში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გახლავთ.

2 თვის წინ
667 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ