logo

"მილანი" ჩალჰანოღლუს თაობაზე არ ჩქარობს

"მილანი" ჩალჰანოღლუს თაობაზე არ ჩქარობს

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" საკვანძო ფეხბურთელების კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. რაღა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელებში ჩალჰანოღლუც ფიგურირებს.

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის განახლეების პროცესი, სულ უფრო და უფრო, წინ მიდის და ანონსს უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ. აგრეთვე, მინო რაიოლას ლომბარდიული გრანდი დონარუმას თაობაზე მალე შეხვდება.

რაც შეეხება ჰაკან ჩალჰანოღლუს "როსონერი" ჯერჯერობით არ ჩქარობს ხსენებული საკითხის მოგვარებას, რადგან თურქ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. მის შესახებ სიახლეებს აგვისტოს შემდგომ უნდა ველოდოთ. ასევე, ცნობილი ხდება, რომ "შავ-წითლები" ჩალჰანოღლუს გარემოცვის მოთხოვნების მიღებას აპირებენ.

დიდი ალბათობით, ჰაკანის ამჟამინდელი ანაზღაურება, რომელიც 2.5 მილიონ ევროს შეადგენს, გაიზრდება და კლუბი 26 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს 2024 წლამდე გაუფორმებს.

2 თვის წინ
584 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ