Express-ის ინფორმაციით, "მილანი" ახლოსაა ახალგაზრდა შვედი ფეხბურთელი ემილ რობაკი დაიმატოს.
რობაკი ზლატანის გუნდში "ჰამარბიში" თამაშობს, იგი 17 წლისაა და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ იმედად მიიჩნევა.
ფეხბურთელი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყებს ვარჯიშს.
სატრანსფერო ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.