logo

ჯამპაოლომ "მილანის" ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

ჯამპაოლომ "მილანის" ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

მარკო ჯამპაოლომ "მილანთან" რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმა. ნიკოლო სკირას მტკიცებით, "პსვ"-დან დაბრუნებული შვეიცარიელი მარცხენა მცველი დაუყოვნებლივ "ტორინოში" გაიყიდება.

27 წლის განაპირა მცველი ტურინელებთან სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება "როსონერის", ლომბარდიული გრანდის ყულაბა 3 მილიონი ევროთი შეივსება.

როდრიგესი "მილანმა" 2017 წელს 15 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ტეო ერნანდესის ყიდვის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

3 თვის წინ
986 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ