logo

ტასოტი: "კალაბრია კიდევ ერთ შანსს იმსახურებს"

ტასოტი: "კალაბრია კიდევ ერთ შანსს იმსახურებს"

"მილანის" ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა მაურო ტასოტიმ, რომელიც ამჟამად ანდრეი შევჩენკოსთან ერთად უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობს "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"არ მესმის რატომ აპირებს "მილანი" კალაბრიას გაყიდვას. რა თქმა უნდა კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ განვითარების პერსპექტივა აქვს და კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. დუმფრისიც კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ დავიდე "როსონერის" აკადემიის აღზრდილია."

"იგივე შეიძლება ითქვას კონტიზეც, რომელიც ტრავმებმა გააწამა, თუმცა შანსია მისი ფასი ძალიან გაიზარდოს. იბრაჰიმოვიჩი? მასთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივონ." - განაცხადა ტასოტიმ.

3 თვის წინ
888 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ