logo

"მილანმა" პრიორიტეტები გამოკვეთა

"მილანმა" პრიორიტეტები გამოკვეთა

"Corriere Della Sera"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" ის პრიორიტეტები გამოკვეთა, რომლებიც შემდეგი სეზონის დაწყებისათვის აუცილებელია. "როსონერიში" რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი აქვს გასახანგრძლივებელი და, ახლა, ეს ამბავი გახლავთ, პირველ რიგში, მოსაგვარებელი.

ლომბარდიული გრანდისა და სტეფანო პიოლის უპირველესი ამოცანა ჯანლუიჯი დონარუმას, ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის განახლების საკითხების მოგვარება გახლავთ.

შვედი ფეხბურთელის კონტრაქტის ამბავი მალე მოსაგვარებელია და მოლაპარაკება ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივების თაობაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ჰაკანსა და ჯიჯის, ამ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებთ და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის განახლება იანვრამდე შედგეს.

2 თვის წინ
1146 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ