logo

"მილანში" იბრაჰიმოვიჩის დამოკიდებულებით გაკვირვებულები არიან

"მილანში" იბრაჰიმოვიჩის დამოკიდებულებით გაკვირვებულები არიან

მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და "მილანს" შორის უახლოეს მომავალში ახალი კონტრაქტის გაფორმებას ელოდნენ, რამდენიმე გამოცემა იმაზე ალაპარაკდა, რომ მხარეები ხელფასის თაობაზე ვერ თანხმდებიან.

"Correire della Sera"-ს მტკიცებით, შვედი თავდამსხმელი სეზონში 7,5 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "ელიოტი" მზადაა 6 მილიონს პლუს ბონუსები გადაუხადოს ახალი, ერთ წლიანი კონტრაქტისათვის.

მალდინი და მასარა გაკვირვებულები არიან რაიოლასა და იბრას დამოკიდებულებით, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებას მალევე ელოდნენ. იგივე გამოცემა იუწყება, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავად ზლატანი დათმობაზე არ წავა, გარიგება არ შედგება.

2 თვის წინ
1142 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ