logo

დეულოფეუ: "კუმანს "მილანში" გადასვლა ვთხოვე. მისით ბედნიერი არ ვყოფილვარ"

დეულოფეუ: "კუმანს "მილანში" გადასვლა ვთხოვე. მისით ბედნიერი არ ვყოფილვარ"

"მილანის" ყოფილმა მოთამაშემ, ხერარდ დეულუფეომ, რონალდ კუმანსა და "ბარსელონას" ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ესპანელი ფეხბურთელი კატალონიიდან ნაწყენი წავიდა და ის მაინცდამაინც არც კუმანით არ არის აღტაცებული.

"კუმანზე შემიძლია ჩემი პირადი გამოცდილებით გითხრას, რომ მას, როგორც მწვრთნელს, ჩემთვის არაფერი მოუცია. ბედნიერი არ ვიყავი, გუნდიდან წასვლა ვითხოვე და მილანში გადავედი. კუმანი 6 თვე იყო ჩემი მწვრთნელი, თუმცა ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ.

სიმართლე რომ გითხრათ, ბარსელონას ეს სიტუაცია საერთოდ არ მაწუხებს. ეს კლუბი ახალგაზრდების მიმართ მომთმენი არ არის. ზოგიერთი მოხვდა გუნდში, ზოგიერთი წავიდა, თუმცა ჯამში ისინი არავის არ აცდიან. 

არ ვიცი რა მოხდება მესის შემთხვევაში და არ ვიცი, თუ რას ფიქრობს ის. თუმცა, მე მსურს, რომ ის ბარსელონაში დარჩეს, რადგან მან იქ ისტორია დაწერა", - განაცხადა დეულუფეომ.

შეგახსენებთ, რომ დეულუფეო და კუმანი "ევერტონში" მუშაობდნენ ერთად, სადაც არც ერთი მათგანის კარიერა კარგად არ აეწყო. 

2 თვის წინ
708 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ