logo

"მილანმა" პაკეტას შემცვლელი შეარჩია

"მილანმა" პაკეტას შემცვლელი შეარჩია

"მილანში" იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ლუკას პაკეტას სანაცვლოდ მისაღებ შეთავაზებას მიიღებენ და გუნდში მის შემცვლელად პიოლის ტაქტიკაზე მორგებულ შემტევ ნახევარმცველს მიიწვევენ.

"La Gazzetta dello Sport"-ის მტკიცებით, "როსონერიმ" ბრაზილიელი ფეხბურთელის შემცვლელად მადრიდის "რეალის" 22 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ოსკარ როდრიგესი შეარჩია, რომელიც გასულ სეზონში "ლეგანესში" იყო განათხოვრებული და ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში გულშემატკივრებს თავი კარგად დაამახსოვრა.

"სამეფო კლუბი" როდრიგესს 20 მილიონ ევროდ აფასებს. საბოლოო ჯამში ყველაფერი პაკეტაზე იქნება დამოკიდებული და თუ ლომბარდიული გრანდი მის გაყიდვას ვერ შეძლებს, ოსკარის ტრანსფერიც არ შედგება.

2 თვის წინ
1015 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ