logo

"მილანმა" ტონალის თანხმობა მიიღო: "ინტერის" ვარიანტი დაიბლოკა

"მილანმა" ტონალის თანხმობა მიიღო: "ინტერის" ვარიანტი დაიბლოკა

სანდრო ტონალიმ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პსჟ"-ს შეთავაზება დაბლოკა, რადგან კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს. მისი გადაბირებით ყველაზე მეტად "ინტერი" ინტერესდებოდა, თუმცა "ნერაძურიმ" მოულოდნელად მოლაპარაკებები შეაჩერა.

"სუნინგმა" მიზეზად სატრანსფერო ფეარ ფლეი დაასახელა. "ინტერი" მანამ ვერ დაიმატებს ახალ ფეხბურთელს, სანამ ვინმეს არ გაასხვისებს. "Sky Sport"-ის მტკიცებით, ამ ფაქტით "მილანმა" ისარგებლა და "შავ-ლურჯებთან" დუელში დაწინაურდა.

"ბრეშამ" "ნერაძურის" შეთავაზება დაბლოკა, ხოლო "როსონერისას" დათანხმა. 10 მილიონი ევრო არენდა და შემდგომ 25 მილიონი გამოსყიდვის ვალდებულება. "მილანს" თავად ფეხბურთელის მზაობაც აქვს, თუმცა პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

2 თვის წინ
980 / 2
rossoneri-best
user
Milan_fan22 კარგი ბიჭია ეს და იმედია ათამაშდება ჩვენთან. 3 ჩამშლელი. ბენასერი კესი და ტონალი მსოფიოში ერთერთი საუკეთესო საყრდენი გვექნება. ბაკაიოკოს ტონალი მირჩევნია ასაკითაც და თამაშითაც
user
marley ეს თუ გადმოვიდა ბენასერს თავისუფლად შეუძლია დატოვოს 50 მილიონად გუნდი.. 15 მილიონად ნაყიდისათვის კარგია.. ფერ პლეის ბალანსისათვისაც გამოგვადგება . ბოლო წლებია ვყიდულობთ და მერე მესამედ ფასში ძლივს ვყიდით ხოლმე..
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ