logo

პაკეტასადმი ინტერესს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი იჩენს

პაკეტასადმი ინტერესს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი იჩენს

რთული სეზონის შემდეგ, ლუკას პაკეტამ შესაძლოა "მილანი" დატოვოს. პრობლემა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო ფასია, რომელიც 25 მილიონ ევროს შეადგენს.

"როსონერის" ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება, თუმცა მისაღები არც ერთი არ აღმოჩნდა. "Sportitalia"ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის მტკიცებით კი ახლა მისი დამატება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტს, "ლიონს" სურს.

ფრანგები ნახევარდაცვის გაძლიერების ვარიანტებს ეძებენ და პაკეტა მათი ერთ-ერთი სამიზნეა. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა, თუმცა წყარო ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში "ლიონი" მოქმედებას დაიწყებს.

1 თვის წინ
1211 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ