logo

პიოლი ხელმძღვანელობას კიდევ ოთხ ტრანსფერს თხოვს

პიოლი ხელმძღვანელობას კიდევ ოთხ ტრანსფერს თხოვს

"Calciomercato"-ს ინფორმაციით, სანდრო ტონალისთან და ბრაჰიმ დიასთან შეთანხმების შემდეგ, სტეფანო პიოლი "მილანის" ხელმძღვანელობას კიდევ ოთხ ტრანსფერს თხოვს.

პირველი და მთავარი მოთხოვნა ახალი მარჯვენა მცველია. იტალიელი სპეციალისტი მზადაა კონტი-კალაბრიადან ერთ-ერთი დათმოს და მის სანაცვლოდ ახალი ფეხბურთელი მიიწვიოს.

მეორე პოზიცია ცენტრალური მცველია, რომელიც კიაერი-რომანიოლის დუეტს კონკურენციას გაუწევს. დუარტე და მუსაკიო კი დიდი ალბათობით, ტრანსფერზე დადგებიან.

პიოლის ასევე სურს ახალი სათადარიგო მეკარე, რომელიც დონარუმას შემცვლელი იქნება. ბოლოს კი სტეფანოს მოთხოვნა კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარცველია და ყველაზე რეალური კანდიდატი ტიმუე ბაკაიოკოა.

1 თვის წინ
1519 / 1
rossoneri-best
user
American http://cdn.livetv336.me/webplayer.php?t=ifr&c=1442912&lang=en&eid=970301&lid=1442912&ci=5&si=1
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ