logo

"პსჟ"-მ ბენასერის სანაცვლოდ საოცარი შეთავაზება გააკეთა

"პსჟ"-მ ბენასერის სანაცვლოდ საოცარი შეთავაზება გააკეთა

გასულ სეზონში ისმაელ ბენასერი "მილანის" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ფეხბურთელი, რომელიც "როსონერის" მოკრძალებული "ემპოლიდან" მხოლოდ 16 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ფრანგული პორტალის "Le10Sport"-ის ინფორმაციით, "პსჟ" ალჟირელი ნახევარმცველის პროგრესით მოხიბლულია და ლომბარდიულ გრანდს ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა - 40 მილიონი ევრო.

"მილანმა" თავად ფეხბურთელთან შეთანხმებით პარიზელთა შეთავაზება დაბლოკა, რადგან ბენასერი "შავ-წითლებში" თავს ძალიან კარგად გრძნობს და როგორც ბევრ ინტერვიუში აღნიშნა, "სან სიროზე" დარჩენა დიდი ხნით სურს.

"როსონერის" ოთხი ნომერი კონკურენციას საერთოდ არ უფრთხის მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ტონალის ტრანსფერი გადაწყვეტილია და გარდა ამისა, დიდი შანსია მომავალ სეზონში აპენინის ნახევარკუნძულზე ტიმუე ბაკაიოკოც დაბრუნდეს.

1 თვის წინ
1530 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ