logo

"მილანში" დონარუმას თაობაზე აზრს არ იცვლიან

"მილანში" დონარუმას თაობაზე აზრს არ იცვლიან

"მილანის" ხელმძღვანელობას ჯანლუიჯი დონარუმას შენარჩუნება სურს და სეზონის ბოლომდე მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

"calciomercato"-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში დაიწყება. მთავარი პრობლემა კი ანაზღაურება იქნება - "მილანს" დონარუმას ამჟამინდელი ხელფასის (6 მილიონი ევრო) შემცირება სურს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს დონარუმას ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებენ და ამბობენ, იტალიის მოქმედი ჩემპიონები ჯიჯოს 9 მილიონიან ხელფასს ჰპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" ძირითად გუნდში აკადემიიდან გადავიდა. 20 წლის მეკარემ სერია ა-ში "როსონერის" მაისური 159 შეხვედრაში მოირგო. დონარუმას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

9 თვის წინ
1872 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ