logo

ოფიციალურად: რებიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააფორმა - დეტალები ცნობილია

ოფიციალურად: რებიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააფორმა - დეტალები ცნობილია

"მილანის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ხორვატმა ანტე რებიჩმა "როსონერისთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა იგი კლუბის წევრია.

გასულ ზაფხულს "ფრანკფურტიდან" ხორვატი ფეხბურთელი "როსონერიმ" 2 წლიანი იჯარით დაიმატა. წინა სეზონის პირველი ნახევარი ანტეს ჩაუვარდა, თუმცა მეორე ნაწილში იგი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინა.

ანტე რებიჩის ამჟამინდელი კონტრაქტი "მილანთან" 2025 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. თავის მხრივ, "ფრანკფურტის" წევრი გახდა ანდრე სილვა, რომელიც ამ გარიგებაში გასულ ზაფხულსავე ჩართეს.

ამ გარიგებით რებიჩზე კონტროლი სრულად დაკარგა მისმა ყოფილმა კლუბმა "ფიორენტინამ", რომელმაც დაკარგა შესაძლებლობა რებიჩის სამომავლო ტრანსფერით გარკვეული სარგებელი მიეღო.

საერთო ჯამში, ხორვატი შემტევის ტრანსფერი "როსონერის" პრაქტიკულად 0 ევრო დაუჯდა.

1 თვის წინ
657 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ