logo

"შამროკ როვერსის" მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა

"შამროკ როვერსის" მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა

"შამროკ როვერსის" მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა:

"წინ უმძიმესი თამაში გველოდება და მოედანზე მომზადებულები გავალთ. როგორც ყოველთვის, მოგებას ვეცდებით".

"ვიცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი წარსდგება, თუმცა მიუხედავად ამისა, მოედანზე დამარცხებულის იარლიყით არ ვაპირებთ გასვლას. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მილანურ კლუბს საფრთხე შევუქმნათ".

"წესისამებრ, ჩვენ ბურთის კონტროლი და დომინაცია გვიყვარს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მთავარი მიზანი შემდეგ ეტაპზე ასპარეზობაა".

შეგახსენებთ იმასაც, რომ "შამროკ როვერსსა" და "მილანს" შორის შეხვედრა ხვალ დუბლინში თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

1 კვირის წინ
477 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ